ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც

​რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები იმართება.

აქციებზე, სადაც ნავალნის გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, მათ სორის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიაც.

აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის 70-მდე ქალაქში გაიმართა.

იულია ნავალნი სოციალურ ქსელში აქციის მიმდინარეობისას, მის დაკავებამდე ფოტო გამოაქვეყნა. ნავალნის მეუღლე მოგვიანებით გაათავისუფლეს.

გამართულ საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს, – შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....