„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
აღნიშნული განცხადება ქამადაძემ საქართველოს “პირველი არხითან” განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამოხატვის ფორმა არასასურველია, მაგრამ იგი ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში, ამის გამო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ.
ამასთან, ქამადაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში ინციდენტის მონაწილეთა დასჯა მოითხოვა.
„ვგმობ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ ბნელ და ძალადობრივ თავდასხმის აქტს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრმა ურნით ნაგავი თავზე დააყარა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალა კი მოძრაობა „ალტერნატივა“ გაავრცელა.