ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალური დისტანცირების შესახებ საუბრისას დასძინა, რომ მოსახლეობისთვის მეტი განმარტების მიწოდება იყო საჭირო.
როგორც კულუმბეგოვი BMG-სთან ინტერვიუში განმარტავს, სოციალური დისტანცირება გულისხმობს სოციალურ სივრცეში დისტანცირებას.
“სოციალური დისტანცირება არ ნიშნავს იმას, თუ რამდენ მეტრში ვდგავარ. სოციალური დისტანცირება გულისხმობს სოციალურ სივრცეში დისტანცირებას.
მთავარი გადაცემები სად ხდება?! ვიცით, რომ 50% ასიმპტომური და უსიმპტომო პაციენტი გადასდებს მეორეს. ეს დადგენილია ბევრი კვლევით.
ასევე, მნიშნელოვანია სოციალური აქტივობები. ოჯახის შიგნით გადაცემაა ყველაზე მეტი, მეგობრებს შორის და სამსახურებში. სიგარეტის მოწევის დროს, ყავის დალევის დროს, ლანჩის დროს და ა.შ. ამიტომ, სოციალურ დისტანცირებაში არ იგულისხმება ორი მეტრით ფიზიკური დისტანცირება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.