“კარგი… კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ. ვისაც მოეწონა ბათუმის ამბავი, მას ეხება. თქვენი აზრით, ქართულ ოცნებას გაუჭირდება იმის ორგანიზება, რომ მისმა აქტივისტებმა ნაგვის ურნა ჩამოაცვან თავზე ყველას, ვინც მისი ოპონენტია?! რა, არ უქნია მსგავსი რაღაცები თუ არ გახსოვთ? ზუსტად ნაგვის თავზე დაყრაც იყო და ბევრი სხვა რამეც. რას გვირჩევთ – ვდიოთ ნაგვით ერთმანეთს, ვისაც ვინ არ მოსწონს?
ვახო სანაია – ჟურნალისტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ჟურნალისტი ღნიშნული განცხადებით ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრმა ურნით ნაგავი თავზე დააყარა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალა კი მოძრაობა „ალტერნატივა“ გაავრცელა.