“ვინც თავზე ნაგავს აყრის ადამიანებს და უხარია, თავად ნაგავში გაზრდილი ნაგავია.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი აღნშნული განცხადებით ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრმა ურნით ნაგავი თავზე დააყარა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალა კი მოძრაობა „ალტერნატივა“ გაავრცელა.