მთავარი ციტატა

“დებილების არჩევამ ასე იცის” – ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

“სანამ ჩვენ ტყვეებივით სახლებში ვართ გამოკეტილი და “პანდემიის მმართველები” ურთიერთგამომრიცხავად ბოდავენ ვაქცინაზე, ისრაელმა მოსახლეობის მესამედი აცრა და მარტის ბოლოს მორჩენილი იქნება ვაქცინაციას. დებილების “არჩევამ” ასე იცის.”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

ჩერგოლეიშვილი აღნიშნული განცხადებით მთავრობის იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თბილისში ტრსანპორტის აღდგენა პირველი მარტიდან დაიწყება.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას  საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. ერთი ნაწილი იწონებს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობს, რომ ვირუსის პრევენციისთვის წერტილოვანი აკრძალვები, მათ შორის გადაადგილების აკრძალვა ღამის საათებში კარგად მოქმედებს. მეორე ნაწილი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისა და გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს, რათა იარონ სამსახურებში.

იტვირთბა....