ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “თვითმფრინავის ზუზუნზე მანქანის ქვეშ შეძმვრალ “მთავარსარდალს” ვურჩევ მოკეტოს პოლიტიკაში სამუდამოდ!” – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სუციალური ქსელის საშუალებით სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც კაკაბაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, სტრასბურგში ისტორიული გამარჯვებისთვის იუსტიციის ყოფილმა მინისტრამა, თეა წულუკიანმა ნამდვილად ბევრი რამ გააკეთა.

ამასთან, როგორც კაკაბაძე თავისივე პოსტში დასძენს, სააკაშვილი არის პუტინის სპეცსამსახურების ლეიტენანტი. მისივე განმარტებით, თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტრომ კი ეს პროცესი გამარჯვებამდე მიიყვანა.

“საქართველომ სტრასბურგში ისტორიული გარამჯვება მოიპოვა და თეა წულუკიანმა ამისთვის ნამდვილად ბევრი გააკეთა. სააკაშვილი კი მართლა თვითმფირნავების ზუზუნს ემალებოდა. სააკაშვილი არის პუტინის სპეცსამსახურების ლეიტენანტი. და თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტრომ კი ეს პროცესი გამარჯვებამდე მიიყვანა – ეს არის უდიდესი გამარჯვება, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ მოვიპოვეთ ოკუპანტ ქვეყანაზე – რუსეთის იმპერიაზე.

მე მადლობას ვუხდი მთელს ქვეყანას და ყველა იმ პირს ვინც ამ ისტორიულ გამარკვებაში მონაწილეობა მიიღო. და თვითმფრინავის ზუზუნზე მანქანის ქვეშ შეძმვრალ ‘მთავარსარდალს’ ვურჩევ მოკეტოს პოლიტიკაში სამუდამოდ – სააკაშვილი არის სამარცხვინო, მშიშარა ლიდერი, რომელიც საქართველოში ყოფნის ღირსიც არ არის. და ოპოზიცია თუკი მას სასწრაფოდ არ დაგმობს – (ვისაც ჯერ არ დაუგმია) – ის ვერ იქნება ქართველი ერის წარმომადგენელი არ იქნება. ის იქნება რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი.

კიდევ ერთხელ მადლობა თეა წულუკიანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვებისათვის იბრძოლა 8 წელი.” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ პოსტთან ერთად “პოსტ.ტვ”-ის იმ ვიდომასალას აქვეყნებს, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი საუბრობს, თუ რა გზა გაიარა საქართველომ იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებად ჩაწერილიყო.

იხ: ვიდეო:

 

შეგახსენებთ, 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

 

იტვირთბა....