ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაღაც კომბინირებულ ვარიანტზე ვფიქრობ” – მიდის თუ არა ირმა ინაშვილი პოლიტიკიდან

“ვაპირებ მედია-პროექტი დავიწყო, სადაც მექნება საშუალება საჯაროდ ვისაუბრო,” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე მიდის თუ არა ის პოლიტიკად, ინაშვილმა დასძინა, რომ რაღაც კომბინირებულ ვარიანტზე ფიქრობს. მისივე თქმით, ის რჩება პოლიტიკაში, თუმცა “ობიექტივის” ეთერში ყოველდღიურ თოქ-შოუს გაუძღვება.

“რაღაც კომბინირებულ ვარიანტზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მე ვრჩები პარტიაში გენერალურ მდივნად, ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა ვაპირებ მედია-პროექტი დავიწყო, სადაც მექნება საშუალება საჯაროდ ვისაუბრო, ობიექტივის ეთერში დავიწყებ, ყოველდღიური თოქ-შოუ იქნება, ხალხმრავალი და საინტერესო იქნება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იტვირთბა....