ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კვლევის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი” – ცერცვაძის მიმართვა

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განმარტებით, კვლევის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

“კვლევა 500 კაცზე ჩატარდებ, რომელიც დაიგეგმა ჩვენს კლინიკაში და განხორციელდება რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობით. ეს კვლევა დაიწყება დაახლოებით პირველ თებერვალს, ანუ 2 კვირაში ჩვენ ავიყვანთ დაახლოებით 500 კოვიდგადატანილ პაციენტს, მათ ჩავუტარებთ, როგორც კლინიკურ გამოკვლევას, ისე სხვადასხვა ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, ამის შემდეგ სამინისტრო ვარაუდობს, რომ შეადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მოემსახურებიან პოსკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტებს” – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....