ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ომის დაწყების თემაზე რომ ატეხეთ ყიჟინა, იქნებ ჯერ წაიკითხოთ ეს 279-გვერდიანი გადაწყვეტილება?!”- სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროსასამართლოს მიერ “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სალუქვაძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ სასამართლოს განაჩენი ოფიციალური წყაროებიდან წაიკითხონ და შეფასებები შემდეგ გააკეთონ.

“ომის დაწყების თემაზე რომ ატეხეთ ყიჟინა, იქნებ ჯერ წაიკითხოთ ეს 279-გვერდიანი გადაწყვეტილება?! ვრცლად ვგეგმავდი, მაგრამ ჯერ ეს ამონარიდი წაიკითხეთ და იქნებ ამიხსნას ვინმემ #1633 რეზოლუციისგან განსხვავებული რა წერია?

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, კონფლიქტის განახლების ქრონოლოგია ასეა აღწერილი:
გვ13.
ბ. კონფლიქტის ქრონოლოგია.
34. “სასამართლოს ხელთ არსებული მასალების შესაბამისად, კონფლიქტის ქრონოლოგია შეგვიძლია შემდეგნაირად განვიხილოთ.
35. ღამით 7-დან 8 აგვისტოს, 2008 წელს, ხანგრძლივი დაძაბულობის და ინციდენტების შემდეგ, ქართულმა არტილერიამ იერიში მიიტანა ქ. ცხინვალზე (სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ცენტრი).
36. 8 აგვისტოდან რუსეთის სახმელეთო ჯარები შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის და ცხინვალის გავლით, მათ შორის არასადავო ტერიტორიებზე. მათ მხარდაჭერა გაუწია რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა და ფლოტმა.

ინგლისური ვერსია (გვ.13)
B. Chronology of the conflict
34. In the light of all the material in the Court’s possession, the
chronology of the conflict may be summarised as follows.
35. In the night of 7 to 8 August 2008, after an extended period of
ever-mounting tensions and incidents, Georgian artillery attacked
Tskhinvali (administrative capital of South Ossetia3).
36. From 8 August 2008 Russian ground forces penetrated into Georgia
by crossing through Abkhazia and South Ossetia before penetrating into the
neighbouring regions in undisputed Georgian territory. They were assisted
by the Russian air force and the Black Sea fleet.

ამიტომ დავწერე გუშინ, სოცქსელით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი არ უნდა აკეთებდეთ დასკვნებს, ოფიციალური წყაროები უნდა ნახოთ.”- წერს ამირან სალუქვაძე.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.

ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

 

იტვირთბა....