ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მიზანმიმართული პროცესი ხალხის კუდევ უფრო დაუძლურების, დათრგუნვის”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ეხმიანება და მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

გამზარდია მთავრობის გადაწყვეტილებებს სოციალური ნიშნით მოსახლეობის გენოციდს უწოდებს

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებები – ეს არის მოსახლეობის გენოციდი სოციალური ნიშნით.
ეს არის მიზანმიმართული პროცესი ხალხის კუდევ უფრო დაუძლურების, დათრგუნვის, სიღარიბის გაზრდის მიზნით. ეს ყველაფერი კვებავს დიქტატს და ტირანიას, რომლის ოდნავ მოდიფიცირებული ფორმის რეჟიმში ვცხოვრობთ ჩვენ,”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველი თებერვლიდან აღარ მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის აღდგენასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელოდა, კიდევ ერთი თვით, პირველ მარტამდე შეიზღუდება.

იტვირთბა....