ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი

“ვითიბი ბანკი” ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

“ვითიბი ბანკი”, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და  ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

“ვითიბი ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით, მეწარმე – ნათელა ტურაშვილი, ოჯახთან ერთად, წლებია ავითარებს საკუთარ მეურნეობას. 90-იან წლებში დაწყებული  საქმე, დღეს უკვე წარმატებული ფერმერული მეურნეობაა, რომელიც ათობით ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის, ატმის, ვაშლატამას და ვენახის ფართობებს ითვლის. 2020 წელს მოყვანილი მოსავლის მოცულობამ 750 ტონას გადააჭარბა.

საკუთარი საქმის შემდგომი განვითარებისთვის და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ფერმერულმა მეურნეობამ,  შეიძინა მიწის ნაკვეთები, ასევე შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გააშენა 12 ჰა ვაშლატამა, 3 ჰა ქისი და საფერავი, მოაწყო 350 ტონა ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა, რამაც შესაძლებელი გახადა ბიზნესი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასულიყო და მოყვანილი ხილი ექსპორტზე გაეტანა.

აღნიშნული ბიზნეს ისტორია ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული და გრძელვადიანი თანამშრომლობისა. მცირე გლეხური მეურნეობიდან დაწყებული საქმიანობა დროთა განმავლობაში მსესხებლის დაუღალავი შრომისა და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად კახეთის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის აქტუალური საჭიროებების გამოვლენაში და მუდამ მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას – განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

გამომწერი

იტვირთბა....