ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავის პროკურატურასთან აქტივისტები აქციას მართავენ

თელავში, იუსტიციის სახლთან, სადაც ასევე პროკურატურა მდებარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას ის აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მართავენ, რომლებიც თელავის თეატრის წინ დადგმულ კარავში იმყოფებოდნენ და რომელსაც ავტომობილი ორჯერ დაეჯახა.

აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული დაწყებული გამოძიების მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს, რადგან ამ ეტაპზე გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებისთვის გაუგებარია ეს მუხლი, რადგან კარავში მყოფი აქტივისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მძღოლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

აქციის მონაწილეები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ, რისი საშუალებაც სამართალდამხველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო” და ცდილობენ, პროკურატურის შენობაში შევიდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორისაც.

იუსტიციის სახლის შენობის კარი ჩაკეტილია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონია განლაგებული.

 

 

 

 

იტვირთბა....