“რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომლებია? საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია. აბა, მითხარით, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა? ერთადერთი გასხნილია ავსტრიაში მხოლოდ ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის, ამავე დროს, იქ სასტუმროები არ არის გახსნილი, რომ ადგილი არ ჰქონდეს დიდ შეკრებებს.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისტვის, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება.