ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველ მარტამდე ტრანსპორტი არ იქნებაო… ივანიშვილის ცრუპენტელა ნარჩენებთან აღარ მაქვს პრეტენზეია!” – ჯანგირაშვილი

“ივანიშვილის ნარჩენებთან აღარ მაქვს პრეტენზია, საკუთარ თავთან და ჩემნაირებთან მაქვს მხოლოდ პრეტენზია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტი “ფეისბუქ” მიმართვაში ქვეყნაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა-არმოხსნის საკითხზე საუბრობს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთვაზობთ.

“ივანიშვილის ცრუპენტელა ნარჩენებმა 28 ნოემბერს როცა ჩაგვკეტეს, იქვე გეგმაში ეწერა 16 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნებაო, 1 თებერვლიდან ყველაფერი იხსნებაო. მანამდე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებაო. ხოდა, შემცირდა მაჩვენებელი. იმაზე მეტად, ვიდრე ჩაკეტვისას პროგნოზირებდნენ. ახლა 1 მარტამდე ტრანსპორტი არ იქნებაო, კომენდანტის საათი სულ იქნებაო. და ჩვენ ბოჩოლებივით ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ. მოკლედ, ივანიშვილის ნარჩენებთან აღარ მაქვს პრეტენზია, საკუთარ თავთან და ჩემნაირებთან მაქვს მხოლოდ პრეტენზია. გვიბედავენ იმდენს, რამდენსაც ვაბედინებთ ჩვენ, ჩმორები.” – წერს ჯანგირაშვილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგგემილი.

იტვირთბა....