ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე, ლუბოვ სობოლი დააკავეს

რუსეთში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციის ფონდის თანამშრომელი, ლუბოვ სობოლი დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სობოლი პოლიციამ მისი ადვოკატის ავტომობილიდან გადაიყვანა და დაააკავა.

​მედია იტყობინება, რომ ლუბოვ სობოლი დონსკოის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში ნავალნის მოკავშირეს 23 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქციებზე წასვლის მოწოდების გამო წაუყენებენ ბრალს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლუბოვ სობოლი იყო ერთერთი ის პირი, რომელიც პოლიციამ 17 იანვარს ვნუკოვოს აეროპორტში დააკავა, როდესაც ის ქვეყანაში ალექსეი ნავალნის დაბრუნეას ელოდებოდა. მოგვიანებით სობოლი გაათავისუფლეს.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....