ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
ბიბილოვმა სააგენტო RES-თან საუბარში განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ „აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა.“
”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან” და ნაკარნახევია ”დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე”,- განაცხადა ანატოლი ბიბილოვი.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.
ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.