მთავარი ციტატა

“ნახეთ, კოლექტიური სასამართლო მოაწყეს, ეს არის სისულელე”- ლევან იოსელიანი

“ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს.”

ლევან იოსელიანი – პარტია „მოქალაქეების“ ერთ- ერთი ლიდერი

ამის შესახებ იოსელიანმა პარლამენტში მმართველ პარტიასთან შეხვდრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ. “მოქალაქეების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

 

იტვირთბა....