საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.