ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “წავიდა მაშინ, როცა მართლა გავარსკლავდა” – ინგა გრიგოლიას ემოციური მონოლოგი

ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” დღევანდელი გადაცემა ემოციური მონოლოგით დაიწყო.

ჟურნალისტმა აღნიშნულ მონოლოგში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) გარდაცვალებაზე ისაუბრა.

“დღეს 21 იანვარია… ყველაზე მძიმე დღეა  “ტვ პირველისთვის”. დღეს ორი წელი გავიდა ახალგაზრდა და საუკეთესო ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან. ზუსტად ორი წლის წინ ამ დღეს წავიდა, გაიყოლა ჩვენი დარდი, ჩვენი ცრემლები და მაყურებლის უდიდესი სიყვარული. იყო სულ 33 წლის, სრულიად ახალგაზრდა  და წავიდა მაშინ როცა მართლა გავარსკვლავდა.” – ამბობს ინგა გრიგოლია მონოლოგში.

ცნობისთვის, ლევან ჩხაიძე 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....