ცოტა ხნის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი – გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.