ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ეშინოდათ პატრონის რისხვისა” – როგორ აფასებს ნათელაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“მეტრონომი” შალვა ნათელაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“აი, რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ. პუტინის ბიძინოიდურმა აგენტურამ წლებია ყველაფერი გააკეთა სტრასბურგში ამ ვერდიქტის არ გამოსატანად და გასაჯანჯლებლად. ეშინოდათ პატრონის რისხვისა. ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კაი ხანია დაწერილი იყო, უბრალოდ ელოდებოდნენ პუტინთან არც თუ ფარულ ალიანსში მყოფი ტრამპის საბოლოოდ წასვლას თეთრი სახლიდან, თავის მხრივ ივანიშვილის დავალებით თბილისიდან წლებია მაქსიმალურად ჭიანურდებოდა მოქმედებები სათანადო შედეგების დროულად დასაყენებლად.

გილოცავთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის წაგებას.

მთავარი მოგება წინ გველოდება. მთავარია ჯერ ეს შიდა-ოკუპანტები მოვიცილოთ”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....