ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ამით უნდა წავიდეთ გაეროში” – როგორ იხსენებს გვარამია სტრასბურგისთვის სარჩელის მომზადების პერიოდს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის იუსტიცის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გვარამია დეტალურად იხსენებს, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც იუსტიციის სამინისტროს გუნდი სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებდა.

როგორც გვარამია ამბობს, სარჩელის მომზადება სწორედ ომის დღეებში, 8 აგვისტოს დილას დაიწყო.

იუსტიციის სამინისტრო იყო საომარ მდგომარეობაში, ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვწერთ სარჩელს. 8-ში დავიწყეთ ეს ამბავი, თეა წასული იყო იყო სტრასბურგში მივლინებაში, აქედან ვწერდით იქ, ის ასწორებდა…” ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე განმარტებით, სარჩელი მზადდებოდა 2 სასამართლოსთვის – გაეროსა და სტრასბურგისთვის:

მინიმალური რაღაც გვჭირდებოდა შეგვეტანა, რომ მოგვეთხოვა დროებითო ღონისძება და ორივე სასამართლომ დაწერა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები, ამას მივაღწიეთ სამ დღეში, ოღონდ ჩვენი სიცოცხლეები დავდეთ – აცხადებს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ამის შემდეგ თითქმის 1 თვე გაგრძელდა განხილვა მიიღებდა თუ არა დავას გაეროს სასამართლო მაშინ, როცა გადაწყვეტილებას როგორც წესი 5 დღეში იღებს.

ნიკა გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, 8 ხმით, 7-ის წინააღმდეგ დასრულდა, თუმცა მაშინაც და ახლაც, გაეროში რუსეთის დიდი გავლენების გამო, გაეროს სასმართლომ საბოლოოდ რუსეთსა და საქართველოს დავის ერთმანეთში მოგვარება დაავალა.

ახლა კი, როცა სტრასბურგმა თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ დაწერა – ეთნიკური წმენდა, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველო გაეროს სასამართლოს უნდა მიუბრუნდეს- “ეთნიკური წმენდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ამით უნდა წავიდეთ გაეროში” – ამბობს ნიკა გვარამია.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს, მადლობას უხდის და ამის მიზეზსაც ხსნის. ნიკა გვარამიას თქმით, მაშინ, როცა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, სარჩელზე სახელმწიფოს დაეხმარა და დროებით ღონისძიების მიღების პროცესი დააჩქარა.

გვჭირდებოდა ვინმე, ვინც შიგნით იყო და დაგვეხმარებოდა. დავრეკე, ვთხოვე, ძალიან ადამიანური საუბარი იყო, ძალიან ნორმალური ადამიანი იყო ხაზზე და ძალიან დაგვეხმარა. ამის გამო თეა წულუკიანს ვეუბნები მადლობას და ვულოცავ, მაგრამ არა იმისთვის მერე რაც მოხდა – განაცხადა ნიკა გვარამია “დღის სტუმრის” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....