სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
როგორც სამხედრო ექსპერტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება 2008 წლის ომის დაწყების საკითხს არ ეხება.
“მეტრონომი” ამირან სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ვითომ ავიწყდებათ, რომ 8 წელია გასული, რაც აღარ არიან ხელისუფლებაში?
არ მინდოდა ასეთი კომენტარის დაწერა, მაგრამ ისეთ პოსტებს და კომენტარებსბ კითხულობ აქ, რომ ვერ ვატარებ.
ვინმეს სჯერა, რომ ამ 8 წლის მანძილზე სტრასბურგმა დამოუკიდებლად იმუშავა, ასე შესტკიოდათ ჩვენზე გული და ყველაფერი თავისით მოხდა, ან ისეთი მტკიცე სარჩელი შეიტანეს 2013 წლამდე რომ 8 წლის მერე გახეთქა მიწა?
ძაააან ჩახედულებს მინდა ვუთხრა, რომ ომის დაწყების საკითხს არ ეხება ეს გადაწყვეტილება. დავდე ვიდეო და ვისაც ტვ-თი არ გინახავთ, მოუსმინეთ.
ომის დაწყებას რაც ეხებოდა, იქ ქვეყნის დამაქცეველ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, ომის დაწყებიდან დაწყებული, კასეტური ბომბების გამოყენების აღიარებით დამთავრებული. ასე ბნელა?
ზოგი წერს აგდებულად, რუსეთს არაფერს აკისრებს, უბრალოდ ტექსტიაო. ამასაც ახსნა უნდა რას ნიშნავს თუნდა ქართველთა გენოციდში დადანაშაულება სამართლებრივად? ამას ახსნა უნდა სჭირდებოდეს?
იცით თუ არა, რომ ზუსტად ასეთი სასამართლოების წაგების და მიმდინარე პროცესების წაგების მოლოდინის გამო, რუსეთმა შარშან საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა და საკუთარი ქვეყნის სამართალი, საერთაშორისოზე მაღლა დააყენა, რითაც გავიდა საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ სამართლებრივი დავები აგრესორთან.
ძალიან ბევრი მიმართულებითაა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება.
ყველაზე რადიკალ ოპონენტსაც კი უნდა შეეძლოს, როცა ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, უბრალოდ დააფასოს სხვისი წვლილი, აღიაროს სხვისი შრომა. უნდა შეგვეძლოს მადლობის გადახდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამუშაოების გაწევისათვის.
ამავე დროს არავინ არავის უშლის საკუთარი წვლილის აღნიშვნასაც, თუ მიიძღვით, რა თქმა უნდა.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყო და ვინ დაასრულა. მთავარი შედეგია, რადგან უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვებაა. თუმცა, როცა ხელისუფლებიდან წასვლიდან 8 წლის შემდეგ, ცდილობენ მთლიანად მიითვისონ მთელი ნაშრომი და შედეგები, ძალიან მაინტერესებს იუსტიციის სამინისტროს დეტალური განმარტებები ამ მიმართულებით, ოღონდ დასაბუთებებით, ვინ რა გააკეთა ან არ გააკეთა.
კარგი სადებატო თემაა ორი პარტიის, უფრო სწორად ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის.” – წერს სამხედრო ექსპერტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.