ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აი, ახლა იმპიჩმენტით გასაშვებია ეს პრეზიდენტი თავის მომყვანით და დამსმელით!” – თაკო ჩარკვიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სტარსბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოხმაურა.

როგორც ჩარკვიანი წერს, საქართველოს პრეზიდენტი და მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსი იმპიჩმენტს იმსახურებენ.

“სტრასბურგი – აი, ახლა ეს ჩვენი “პრეზიდენტი” თავისი “უდიდესი პოზიციური მავნედ კეკლუცი მოხრეებით” იმპიჩმენტის ღირსი არ არის?! (სხვა პოლიტიკანებსაც ეხებათ) საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში, რომ ადანაშაულებდნენ, მაინც რა საოცრებას არ გაიგებს კაცი! აი, ახლა იმპიჩმენტით გასაშვებია ეს პრეზიდენტი თავის მომყვანით და დამსმელით ამ თანამდებობაზე! დიახ, საქმე თუ გვინდა წესი და რიგი ეს არის!

“ ომი საქართველომ დაიწყოო”, საკუთარ, პატარა ქვეყანას ომის დაწყებაში ადამაშაულებდნენ, აბა მართლა – “კაცია ადამიანი?!” – ვახ მეტირება!”

შეგახსენებთ, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც სასამართლომ სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....