“Tina Burjaliani აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აწი შეგვიძლია შვილიშვილებს დაველოდოთ, ამბების მოსაყოლად. გილოცავ! მთავარი, რა თქმა უნდა, შენ იყავი. მე კიდე – შენი მინისტრი.”
ნიკა გვარამია- “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
აღნიშნულით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში 2008 წლის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.