aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს მოვლენები არ შედიოდა რუსეთის იურისდიქციაში” – რას წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი, საქართველო-რუსეთის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ყველაზე პრობლემურია ის, რომ სასამართლომ თერთმეტი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისათვის (რომ რუსეთის ფედერაცია არ ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს) და საჩივრის ეს ნაწილი სცნო დაუშვებელად.

შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა, რომლებიც დაადგინა სამწუხაროდ არ ეხება ზემოთხსენებულ, არამედ მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს.

პ.ს. ყველა ინტერვიუზე ვთქვი უარი. კარგად გასაანალიზებელია ეს გადაწყვეტილება.

პ.ს. (2) რაც მთავარია, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხომ იყავით სუპერ-კონცენტრირებულები ყველანარი თვალსაზრისით“, – წერს ჯანდიერი.

ცნობისათვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

 

იტვირთბა....