ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მზად ვართ, ალეკო ელისაშვილს ვესაუბროთ”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მმართველი პარტია “მოქალაქეების” ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან შესახვედრად მზადაა. აღნიშნულით გია ვოლსკი ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარტიის ლიდერმა მმართველ პარტიასთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია.

მიისვე თქმით, მმართველი პარტია მზადაა, ყველა ოპონენტს შეხვდეს და ესაუბროს.

„არის რამოდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ არა თუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა. არის მეორე თემა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების, ამომრჩევლის და საერთოდ სახელმწიფოს ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპათიის თუ განსხვავების მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს.

იტვირთბა....