“სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის Tina Burjaliani შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა! ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას.”
ნანუკა ჟოროლიანი – ტელეწამყვანი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.
სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.
სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.