“ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან და მაშინ მე, მამა საბა და მამა იოანე ერთად ვიყავით ოთახში და ეშმაკეული საშინლად იქცეოდა,” – ეს ისტორია დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ქადაგებისას მოყვა.
დეკანოზმა ქადაგებისას ის სცენა აღწერა, სადაც ის ორ მღვდელთან ერთად ჯანმრთელობის სავარაუდო გამოწვევების მქონე ადამიანის დაჭერას ცდილობს, შემდეგ კი ნაკურთხ წყალს ასხამს.
„ეშმაკი კრთის, კანკალებს და ეშინია ამ საოცარი ძალის ნაკურთხი წყლის და ერთხელ ჩვენ გვქონდა ესეთი შემთხვევა, ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან და მაშინ მე, მამა საბა და მამა იოანე ერთად ვიყავით ოთახში და ეშმაკეული საშინლად იქცეოდა, ვერ ვიჭერდით ვერანაირად და ერთადერთი რითაც ამ ადამიანს, იყო წყალი და წყალს რომ ვასხავდით სახეს იფარავდა, იმდენად ეშინოდა ამ ნაკურთხი წყლის და ესეთი ძალა აქვს მას, რომ ყველას ეშინია ამ წყლის და ძალიან დიდი ძალის არის ნაკურთხი წყალი. საოცარი ძალა აქვს მას“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
იხ: ვიდეო: