“მსოფლიო პოლიტიკა უბრუნდება რაღაც მატრიცას რისი ანომალიაც ასე ვქვათ იყო ტრამპი ის არღვევდა ამ მატრიცას.”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, დღეს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.