ახალი ამბები მთავარი სამართალი

ISIS-თან კავშირში ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარემ პროცესზე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მოსამართლეს მიეღო, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
როგორც უკვე ცნობილია, სუს-მა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველა დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ედება. წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

იტვირთბა....