ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს დაავადება ითვლება კოვიდის გართულებად და მკურნალობაში უნდა იყვნენ ჩართულები პედიატრები, ნერვოლოგები და ნეფროლოგები”- პროფესორი

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 2-დან 6 კვირამდე ვლინდება.

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ამ დაავადების დაფიქსირების დროს, მკურნალობაში უნდა იყვნენ ჩართულები პედიატრები, ნერვოლოგები და ნეფროლოგები.

“ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად – ეს გართულება, შეიძლება, გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნერვოლოგი, რადგან ეს აზიანებს ნერვულ სისტემასაც და ნეფროლოგი, რადგან, შეიძლება, დაზიანდეს საშარდე სისტემაც,”-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ახალი სინდრომი MIS-C საქართველოშიც დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის შემდგომი დაავადება ბავშვებში რამდენიმე ორგანოს დაზიანებით ვლინდება და ძირითად შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

იტვირთბა....