ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მზად არიან ყელი გამოგვჭრან პირდაპირ ეთერში, სისხლი სახეზე წაისვან და მაყურებლის ,,ლაიქები” დაითვალონ” – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ოპოზიციის ლიდერების “რუსთავი 2-ის ეთერში მისვლაზე საუბრობს.

“მეტრონომი” ეკონომისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“წართმეული “რუსთავი ორი“-ო გვარამიამ!!!

არა ნუ, რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ არსებობს რამ, რაც შეიძლება მათში გააღვიძოს ნამუსის, სიმართლის, ადამიანობის, სიკეთის – ნატამანი? მაგრამ არა და არა, რაც დროს გადის, უფრო და უფრო გიჟდებიან, ბოროტდებიან.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათგანი მზად არიან ყელი გამოგვჭრან პირდაპირ ეთერში, სისხლი სახეზე წაისვან და მაყურებლის ,,ლაიქები” დაითვალონ. მაგრამ აქ ბევრად მძიმედ აღსაქმელი სხვა რამ არის, ეგ მაყურებელიც რომ არსებობს? თან როგორ არსებობს, ხიბლით და თვითმონობის ინსტიქტით.
ალბათ უკვე დ. დროა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მათ აღარაფერი შეცვლის და უბრალოდ ნელ-ნელა გაიხრწნებიან საკუთარ ბოღმასა და ღვარძლში.

გინდათ დავამარცხოთ რეალურად? იგნორი და ჩვენი წინ სვლა, არის ამ ყველაფრის წამალი, სხვა დანარჩენი კი – შოუს ელემენტებია.” – წერს ლატარია.

შეგახსენებთ, გუშინ, ნუკა გვარამიამ  “რუსთავი 2”-ის ეთერში “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოხმაურა. 

,,ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას.” – წერდა გვარამია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....