ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული!” – როგორ აფასებს გვარამია პოლიტიკოსების დაპირისპირებას

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმიანება.

გვარამია სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვით ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

,,ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას.

ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის – გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი უნებლიედ.ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის ეთერში, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

იტვირთბა....