მთავარი ციტატა

“კრიზისმენეჯერობა რომ შეირგეს ამ ტიპებმა, გამოკეტილ ქვეყანას არანაირ მართვა არ უნდა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

“ესენი სრულ ჩაკეტვას არ არქვემენ, რადგან სილამაზის სალონები მუშაობს, სხვა მხრივ ეს სრული ჩაკეტვაა. ევროპული ქვეყნები ჩაკეტილია იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ამ ხელისუფლბას ავიწყდება ის, რომ ამ ქვეყნებში ურიგებენ 200, 400, 600 დოლარიან დახმარებას. მათ შორის, ქვეყნებში გასცეს განკარგულება, საპენსიო დანაზოგი გამოიყენონ. ევროპა როგორ იქცევა დახმარების თვალსაზრისით, ამას არ უყურებს ხელისუფლება. კრიზისმენეჯერობა რომ შეირგეს ამ ტიპებმა, ვერ არიან კრიზისმენეჯერი, იმიტომ, რომ გამოკეტილ ქვეყანას არანაირ მართვა არ უნდა. რა უნდა ჩაკეტილი ქვეყნის მართვას.”

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი

ამის შესახებ ჟორჟოლიანმა “დღის ამბებში” ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამასთან, მთავრობაში განაცხადეს, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად მოხდება.  

იტვირთბა....