„მიუხედავად იმისა, რომ მისი არგუმენტები ზოგჯერ ლოგიკურად ჟღერს და მისაღებიც კია, მისი საქციელი სცდილება ყოველგვარ ღირსებას, აბსოლუტურად ღირსებადაკარგული სუბიექტივით იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ძალიან ცუდად იქცეოდა, რაღაც ტიპის თამაშის წესების დაცვის იმიტაციას მაინც ახდენდა და მან ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური.
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
აღნიშნულით გია ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
ხუხაშვილის მოსაწრებით, ფაქტია, რომ ელისაშვილის მოქმედებები და მისი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ „ქარულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად იგრძნოს თავი და მაქსიმალურ კომფორტში იყოს.
შეგახსენებთ, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.