ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჭორის დონეზე ითქვა, ოღონდ არა ხმამაღლა, რომ მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა” – კონსტანტინე გამსახურდია “უცნობის” განცხადებას პასუხობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალური ქსელის საშუალებით უცნობის, იგივე გია გაჩეჩილაძის განცხადებას ეხმაურება.

კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში 2008 წლის იპოდრომის აქციის დეტალებს იხსენებს.

ასევე, როგორც გამსახურდია წერს, მიხეილ სააკშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით უცნობზე საუბარი არ ახსოვს, თუმცა აქვე დასძენს, რომ შეიძლება ძმები გაჩეჩილაძე მაშინ ერთად იყვნენ შავნაბადაზე.

“გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მეორედ არჩეული მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ (2008 წლის 20 იანვარი) იგი მიშას, ასევე მის იმდროინდელ გუნდს შეხვდა შავნაბადაზე და „სატელევიზიო სიხშირეზე“ ელაპარაკა – და ასევე იპოდრომის საპროტესტო აქციის დაშლაზე, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ინაუგურაციის ჩაშლა, მახსენდება:

რესპუბლიკელთა ოფისში მაშინ ითქვა, რომ ლევანი თვითონ იყო ამ შეხვედრაზე მიშასთან – ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს. აღნიშნულ სხდომას, რომელიც დაახლოებით ღამის 10 საათზე შედგა, ასევე მახსოვს ჩემს გარდა ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ზურაბიშვილი, თორთლაძე და გუნცაძე ესწრებოდნენ. “უცნობზე” საუბარი არ მახსოვს, თუმცა შეიძლება ძმები ერთად იყვნენ. სხვათა შორის, იმავე ღამით ირაკლი ბათიაშვილი სახლში დაბრუნდა ციხიდან – მისი გაშვება ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

ჭორის დონეზე ასევე ითქვა, ოღონდ არა ხმამაღლა, რომ მიშას კოალიციის მსგავსი შემოთავაზებაც ჰქონდა – აღნიშნულ ოპოზიციურ ფორმატს რამოდენიმე პორთველი. აქედან, ლევან გაჩეჩილაძე ან პრემიერი ან ვიცეპრემიერი, დათო უსუფაშვილი – იუსტიცია, თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭო, მე კულტურა, რატი ამაღლობელი (რომელიც მხოლოდ “მეგობრობდა” ოპოზიციასთან, ოღონდ ფორმატში არ იყო) განათლება. ასევე რამოდენიმე მინისტრის მოადგილის პოზიციაც. ეს როგორც მოლაპარაკების საგანი, თუმცა არც განხილულა ჩვენი მხრიდან.

რაც შეეხება იპოდრომის აქციას, იგი დაიგეგმა ოპოზიციის შტაბბინაში თოფურიძის ქუჩაზე. რამოდენიმე დღით ადრე გამართულ სხდომაზე მე ჩემი პოზიცია ვთქვი: ან შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე და ვიმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით, ან იპოდრომიდან დავიძრათ ისევ გმირთა მოედნისკენ და მერე ვნახოთ. ეს იდეა მხოლოდ კახა შარტავას მოეწონა. სხვებმა მხარი არ დაუჭირეს. ცხონებულ კობას ცოტა უცნაური შემოთავაზება ჰქონდა: მოდით იპოდრომიდან დავიძრათ სააკაძის ძეგლამდე, შემოვუაროთ და ისევ იპოდრომზე მოვიდეთო. ვუთხარი რაღაც ტროლეიბუსის მარშრუტს გავს მეთქი. საქმე კი თავიდან ოთხ კაცზე აღიძრა: ჩემზე, ჩემს ძმაზე, ცოტნეზე (რომელიც იმყოფებოდა მოსკოვში და საერთოდ არ იყო ოპოზიციურ ფორმატში) ლევან ბერძენიშვილზე, გოგა ხაინრდავაზე.

ცნობისთვის, მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის”  ეთერში 2008 წელს, შავნაბადაზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

იტვირთბა....