ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი მიმარტვაში 4 მის საპრეზიდენტო პეროდზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამერიკა ყველასთვის დიდებული ყოფილიყო.
„ჩემო ამერიკელებო, 4 წლის წინ ჩვენ დიდი ეროვნული ძალისხმევით დავიწყეთ ქვეყნის აღდგენა, მისი სულის განახლება და მოქალაქეების მიმართ მთავრობის ერთგულების დაბრუნება. მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ მისია, იმისთვის რომ ამერიკა ყველა ამერიკელისთვის კვლავ დიდებული გამხდარიყო.
ახლა, როდესაც ხელისუფლების ახალი ადმინისტრაციისთვის გადასაცემად ვემზადები, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული მოძრაობა მხოლოდ დასაწყისია.
ამ დიდებულ ადგილს ვტოვებ ერთგული და მხიარული გულით, ოპტიმისტური სულისკვეთებითა და უმაღლესი ნდობით. იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყნისა და ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. მადლობა და ნახვამდის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“,- აცხადებს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა, თუმცა ჯო ბაიდენის სახელი არ უხსენებია.
„ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
„ყველაზე მეტად მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მემსახურა როგორც თქვენი პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.
„მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია,“- აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის რეკორდულად მცირე დროში შექმნა.
„სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, 10-მდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
დღეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.