იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მისი სურვილია საქართველოში მცხოვრებმა მილიონერბემა თავიანთი კონტაქტებით ვაქცინა შეიძინონ და მოსახლობას აჩუქონ.
აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგმა “პოლიტმეტრის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
,,მე ერთხელ ვისურვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში არის არა ერთი მილიონერი მოქალაქე, რომელსაც შეეძლო ეს საჩუქარი გაეკეთებინა ქვეყნისთვის და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთი მილიონი დოზა თავისი კონტაქტებითა და ფინანსებით ქვეყნისთვის ეჩუქებინათ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.