“დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო – სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში.”
მეუფე დანიელი – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფემ პანდემიის დაძლევაზე სამებაში ღვთისმსახურებაზე ისაუბრა.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.