„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოცლაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითიც ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირისპირდება.
როგორც ნათელაშვილი წერს, ეტყობა, ხუხაშვილს ბიძნა ივანიშვილისგან მილიონები გაუთავდა.
„გაუთავდა აშკარად გია ხუხაშვილს 2012-ში ბიძინასგან მიცემული მილიონი. ეძებს კაცი ახალ მეწველს. ნამდვილად საშინელებაა, რომ ქვეყნის ე.წ პოლიტ-ექსპერტებს თავის ინტელექტი დახლზე აქვთ შემოდებული. როგორც კი პირს გააღებენ მაშინვე ხვდები ვინ აფინანსებს, ან ვის გატყავებას აპირებენ“, – წერს ნათელაშვილი.