ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?!” – ვის მიმართვას კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.

,,ხანდახან ვფიქრობ, გავეცალო ამ ჭაობს, მშვიდად ვიცხოვრო ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, დავტკბე ცხოვრებით, ვიკითხო, ვიმოგზაურო…

მერე მახსენდება ის ადამიანი(ები), რომელსაც ჩემი იმედი აქვს, რომელმაც იცის, რომ გაჭირვებაში არ მივატოვებ, სიმართლის პოვნაში დავეხმარები, და ვიწყებ თავიდან!

ვჯდები და მშვიდად ვკითხულობ მორიგ ჭუჭყს, მორიგი ბინძური კაცისგან, რომელიც კლავიატურასთან ზის და ტალახს მესვრის – ვეღარ ვბრაზდები, უბრალოდ მინდა დედამისს ვკითხო, რატომ გაზარდა ასეთი?!

მერე ვპასუხობ მორიგ ზარს და ვეძებ რკინის ქალამნებს!

მადლობა, თქვენ ვინც აქ ხართ და მგულშემატკივრობთ, სტატუს სტატუსს დაქრიხართ და მიცავთ, მადლობა, რომ ჩემი გჯერათ!”, – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....