ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ონლაინ-სწავლების შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, ამან ბავშვების მენტალობაზე სერიოზულად იმოქმედოს. მისივე თქმით, ონლაინსწავლება არც ისე ეფექტურია. ამის შესახებ მან “მთავარ არხს” განუცხადა.
,,თითქმის, ერთი წელი გახდა, რაც ჩვენს ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული დაღი იქნება მათთვის. ხშირად მედავებიან, რომ განათლების ხარისხი ონლაინ, უარესი არ არის – რა თქმა უნდა, არის.
იმ მასშტაბით, ვერავითარ შემთხვევაში ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის, როგორც პირისპირი ინტერაქციის დროს. ბავშვებს სოციალური აქტივობები, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სჭირდებათ და ახლა ფაქტობრივად არიან ოთხ კედელს შორის ჩამწყვდეულები. ის უდიდესი პრობლემა რაც გვქონდა, ბავშვები მიჯაჭვულები მობილურებთან დ ინტერენტთან, ახლა გაათმაგდა, იმიტომ რომ ამის სრული საშუალება იძულების წესით მივეცით ბავშვებს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა, სერიოზული გავლენა შეუძლია იქონიოს მათ მენტალურ სტატუსზე”, – ამბობს ბუწაშვილი.
ცნობითვის, დღეიდან სწავლა ონლაინრეჟიმში განახლდა.