ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზიზღრები არიან” – ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და მათი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დამოკიდებულების შესახებ წერს:

„დევნილი ექსპრეზიდენტის მომხრეები ნავალნის დებენ მიწაში.  რასაც თავიანთი კერპი ვერ შვება, ის სხვამ რომ ქნა, ნერვიულობენ და ინსტიქტურად იფურთხებიან. სხვა რა დარჩენიათ.

ნავალნის მოსაზრებები ერთია – იმედებს იმაზე, რომ პუტინს დაამარცხებს და შოვინისტური რუსეთის დემოკრატიზაციას შეძლებს ცხადია არ ვამყარებ.

მეორეა მისი საქციელი.  მისი გამბედაობა, სიტყვის თქმის და მერე მისი წყნარად შესრულების უნარი ნამდვილად იწვევს ჩემს პატივისცემას.

მე ის ხალხი კი არ მომწონს ვისაც არაფრის ეშინია. ისინი მომწონს, ვისაც შიშის დაძლევა შეუძლია.

რაც შეეხება იმათ, თვითონ რაც არ შეუძლიათ, იმაზე სხვას რომ აგინებენ – ისინი უბრალოდ საზიზღრები არიან” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

იტვირთბა....