სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ Meduza io იუწყება.
პოლიტიკოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15 თებერვლამდე იქნება, რის შემდეგაც მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
მედიის ცნობით, რომ თუ საბოლოო პროცესზე სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო, მაშინ მას 3.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მორიგი სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაიმართება.
შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.