ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი”- ელისაშვილი

პარტია “მოქალაქების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის მასთან და “გირჩთან” მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში.

მისი თქმით, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ.

“შეხვედრა იყო შეთანხმებული, გირჩის ბიჭები შეუთანხმდნენ ვაშაძეს, დღეს ეს შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ვაშაძე ამ შეხვედრის პერსპექტივით ძალიან კმაყოფილი იყო, ორი დღის წინ და ორი დღის თავზე მან მოულოდნელად შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ არა არ უნდა ინდივიდუალური შეხვედრა. კი ბატონო, არ არის პრობლემა, როგორი შეხვედრაც უნდა ისე გვითხრას, როგორც უნდა და სადაც უნდა ისე, როგორი ფორმატიც უნდა, არ გვაქვს ჩვენ პრობლემა მივიდეთ და დაველაპარაკოთ,”- აცხადებს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, მას აქვს ერთადერთი პირობა, რომ ეს შეხვედრა წარიმართოს თავიდან ბოლომდე ჩართული კამერების წინ.

ცნობისათვის, პარტიებს “გირჩსა” და “მოქალაქეებს” დანარჩენ ოპოზიციასთან შეთავაზება აქვთ, რაზეც მოლაპარაკებების გამართვა სურთ. შეთავაზება მდგომარეობს იმაში, თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ გამოიყენოს ტესტად, როგორც პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად იმისათვის, რათა განვსაზღვროთ, როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.

იტვირთბა....