ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კოვიდით დაინფიცირდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდე ანქვაბის მდგომარეობა დამძმდა.

ანქვაბი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, რუსეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,“- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში“.

შეგახსენებთ, ალექსანდე ანქვაბი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.

იტვირთბა....