ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს”- ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიიონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ აეროპორტში დააკავეს, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც ნავალნი ვიდეოში აცხადებს, ის რაც ახლა აქ ხდება, შეუძლებელია, უმაღლესი დონის უკანონობაა, ამას ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას უწოდებენ.

„არ ვიცი რა ხდება. ერთი წუთის წინ კამერიდან გამომიყვანეს და აქ მომიყვანეს. აქ მიმდინარეობს ხიმკის სასამართლო, ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას. რატომ ტარდება სხდომა პოლიციის განყოფილებაში? მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა, სხვაგვარად ვერ ვუწოდებ“, – აცხადებს ნავალნი.

ამ წუთებში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში მიმდინარებს.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....