ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, თარიღი ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ყველა შეზღუდვა ეტაპობრივად, დიდი სიფრთხილით მოიხსნება.

„ამ ორი დღის განმავლობაში გეგმა უნდა შემუშავდეს, როგორც გაზაფხულზე, რომ ყველაფერი ერთბაშად არ გაიხსნას და შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, არც ერთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მათ შორის არც ტრანსპორტის ამუშავებაზე. ამაზე შემუშავდება გეგმა თანდათანობითი შემსუბუქების, ოღონდ ძალიან მკაცრი ეპიდსიტუაციის მონიტორინგის ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც,  ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად შემსუბუქდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

თუმცა, აღნიშშული შეზღუდვები არ ეხება სასწავლო პროცესს და სწავლა საკლასო ოთახებში უკეთესი ეპიდვითარების შემდეგ განახლდება.

იტვირთბა....